top of page

ჭკვიანი სათამაშოები


 გინდა აჩუქო განსხვავებული და ძალიან ორიგინალური საჩუქარი? მაშინ შეარჩიე თექის განმავითარებელი სათამაშო ჩვენთან. 
ჩვენი სათამაშოებით ბავშვები სწავლობენ მარტივად, ერთობიან, თამაშში რთავენ სხვებსაც და მოკლედ დიდ მხიარულებას აწყობენ 
მონტესორის განმავითარებელი სათამაშოები ბავშვებში ავითარებს ნატიფი მოტორიკის უნარებს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს აზროვნების, ფანტაზიის უნარის და მეტყველების განვითარებას. 
მსუბუქი სათამაშოს წაღება შეგიძლიათ ყველგან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე 

 

🪀✅😍 თექის მსუბუქი და მარტივად გარეცხვადი სათამაშოებით პირველად  მაშინ დავინტერესდი, როდესაც ჩემი ძალიან აქტიური შვილის ეზოში წასაყვანად ყოველდღე უფრო დიდი ძალისხმევა და მობილიზაცია მჭირდებოდა. 
✅ შევიძინე მისთვის busy board და სხვა ჭკვიანი სათამაშოები და მივხვდი როგორ დაინტერესდა მათით.
✅ აღარ ვნერვიულობდი, რომ ეხებოდა არც ისე სუფთა ელვა-შესაკრავებს ან თასმებს. ჭკვიანი სათამაშოები ასევე ძალიან გამომადგა მანქანით მგზავრობისას, როდესაც ჩემი ბიჭი მანქანის სავარძელში იჯდა და თვითმფრინავით მგზავრობისას, როდესაც 4 საათიანი ფრენა ორივემ თამაშში გავატარეთ.
✅ არის მომენტები, როდესაც ვერ ვტოვებ და თან მიმყავს მეგობრებთან შეხვედრისას, სწორედ აქ ძალიან მეხმარება ჭკვიანი წიგნი თავისი ძალიან საინტერესო აქტივობებით. 
✅ ჩემი შვილი უკვე 2 წლისაა და აქამდე არც სახლში და არც სადმე გასვლისას არასდროს გამომიყენებია ეკრანი მის გასართობად, რაშიც ძალიან მეხმარება მონტესორის განმავითარებელი სათამაშოები და მუდმივად ვუცვლი და ვეძებ სხვადასხვა ვარიაციებს.
✅ პანდას, ვეფხვის, დრაკონის busy board-ები მისი საყვარელი სათამაშოები გახდა. უკვე ავლებს პარალელებს ღილების, შესაკრავების და თასმების შეკვრისას საკუთარ თამაშებთან და ახალ ქმედებებს სწავლობს. ამასთან, თავად უმკლავდება ქურთუკის, ფეხსაცმელების გახდა ჩაცმას და ეს დიდ დამოუკიდებლობას ანიჭებს, არც კი სიამოვნებს დახმარება. 
✅😍🧸 სწორედ საკუთარი გამოცდილებიდან გამიჩნდა იდეა, სხვა დედებისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადო მონტესორის განმავითარებელი სათამაშოები. სცადეთ და მიხვდებით, როგორ მარტივად დაინტერესდებიან თქვენი შვილები.
✅ ეს სათამაშოები ბავშვებისთვის საინტერესოა 5-6 თვის შემდეგ და მათი არჩევა ასაკის შესაბამისად შეგიძლიათ.
✅ შემოუერთდით ჭკვიანი სათამაშოების სამყაროს, ჩვენ გელოდებით <3
✅😍🧸 შესაძენად მოგვწერეთ 📩😍

(+39) 0612345678

Tbilisi, Georgia

დარეგისტრირდით ბიულეტენზე

დაგვიკავშირდით

bottom of page